აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა.

სამინისტროს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გადასცეს.

მინისტრმა სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და მორიგი გამარჯვებები უსურვა.

„სპორტი ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად სპორტის განვითარების მიზნით არაერთ ახალ ინიციატივას განვიხილავთ. ამასთანავე, შევეცდებით, თითოეულ თქვენგანს კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მიღწევაში შეგიწყოთ ხელი“, – აღნიშნა დავით მორგოშიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს გია (გიორგი) ხარჩილავას გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?!