კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სსიპ-ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 , სსიპ-აფხაზეთის N12 , სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლებს მაგიდები და სკამები გადაეცათ.
მსგავსი აქტივობები აფხაზეთის სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერას ემსახურება.