აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენაში მონაწილეობის საკითხს ზაალ გოგსაძე გამოეხმაურა

„აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენაში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით რეგულარულ კონტაქტზე ვართ ჩეხურ მხარესთან. საელჩომ მიიღო მის ხელთ არსებული ყველა ზომა. ჩავატარეთ რიგი შეხვედრები.

ვინაიდან, ამ გამოფენის ორგანიზატორი კერძო კომპანია „ინხება“ იყო, ჩეხეთის ოფიციალური მხარის კოორდინაცია გამოფენის ორგანიზატორებთან შეზღუდულ ხასიათს ატარებდა.

ჩეხეთის ოფიციალურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს.

ცხადია ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩეხეთის მხარესთან. მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“-აცხადებს ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაალ გოგსაძე.

ვირუსის ბლოკატორები