აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინსტრო კახი კალაძეს პასუხობს

აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინსტრო კახი კალაძეს პასუხობს. “თაიმერი” აფხაზეთის თვითგამოცხადებული საგარეო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ქართველ პოლიტიკოსებს მინდა შევახსენო, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან. ბოლოს და ბოლოს, მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ და სხვა მითიური ტერმინების შესახებ არარეალურ სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ.
რაც შეეხება აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას.
რაც შეეხება მომავალში საქართველოს მეზობელ სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ”, -ნათქვამია აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინსტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია-იწვის “მახუნჯიას” მანდარინის პლანტაცია
შემდეგი სტატიასაქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება