აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული “ნეიტრალური პასპორტების“ აღებას არავის ურჩევს
“ძალიან გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით. ნეიტრალური პასპორტების მიღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაც უკვე მზად არის ამისათვის. აფხაზეთის ზოგიერთი მოქალაქე, როგორც ჩანს, მზად არის და სურს ჰქონდეს ნეიტრალური პასპორტი. ისინი პირობითად ნეიტრალური პასპორტებია. ეს იდეა საქართველოს ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ეს ყველაფერი მიმართულია თანამშრომლობის გზით მათი ჩართვის პროგრამისკენ. მათ აქვთ აფხაზეთის, როგორც ამას უწოდებენ, და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის პროგრამა. ნეიტრალური პასპორტები ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილია“- განაცხადა ბჟანიამ.
„არავის ვურჩევ ნეიტრალური პასპორტების აღებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი აფხაზური პასპორტები, გვაქვს ჩვენი მოკავშირის პასპორტები – ეს საკმარისია,“- დასძინა მან.