აფხაზეთის ე.წ მთავრობას და გენპროკურორს გადააყენებენ

gen47აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, უახლოეს დღეებში რესპუბლიკის მთავრობას გადააყენებს -წერს “ინტერფაქსი”
“უახლოეს დღეებში აფხაზეთის მთავრობას გადააყენებენ” – ასეთია გამოცემისთვის მიცემული ინფორმაცია წყაროდან, რომლესაც “ინტერფაქსი” არ ასახელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, თანამდებობიდან დაითხოვენ გენპროკურორს და შს მინისტრსაც.”ახალი გენპროკურორის კანდიდატურა, სავარაუდოდ, ორშაბათს დასახელდება” – ამბობს წყარო.
ხაჯიმბას  განცხადებით კი აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებების გაზრდა და ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება.

banner
წინა სტატიაშიNDI პარტიების რეიტინგების პრეზენტაციას 29 ივლისს გამართავს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: ჩვენი ქვეყანა არ არის სახელმწიფო