აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნოკლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირიყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანმოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიცმონაწილეობენ. მიმდინარე წელს შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და20-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია,რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძემ დააჯილდოვა. შეჯიბრის გამარჯვებულებს, ასევე, თასები დასამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშისაქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკახოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებითუზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთისმთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივიხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, საცხენოსნო შეჯიბრის შემდეგ, აფხაზეთის გურამყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის სიმღერისა დაცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობითკონცერტი გაიმართა. მოეწყო, ასევე, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“და ცნობილი მხატვრის ელდარ ქავშბაიას ნამუშევრების გამოფენა.ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთისგანათლებისა და კულტურის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქოინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისაპარატის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს,საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნულიფედერაციის, აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნოსპორტის ფედერაციის და კაჭრეთის ამბასადორის საცხენოსნო კლუბის მხარდაჭერით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის” საქციელი არასერიოზულია, აგონიაში არიან
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია აფხაზებს გონივრული გადაწყვეტილებებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდებს