აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

“აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში თბილისში, ვარკეთილი-3-ის მე-4მიკრორაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულიმოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

დევნილი ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.ბავშვების ხალისიან განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა, ილუზიონისტებმა,„დისნეის“ ანიმაციური ფილმებისა და „მარველის“ გმირებმა. ღონისძიებისფარგლებში ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივიეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველოპალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მიუნხენისადა ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, აფხაზეთის ფინანსთა დადარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიახოჯევანიშვილი კობახიძეს: რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ!