აფხაზეთის დღეების ფარგლებში, ვაჩე რაინდელის წიგნის „ენგურის ორი ნაპირის“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდა მწერალმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი ფარულად რამდენჯერმე გადაკვეთა. წიგნი ერთგვარ დღიურს წარმოადგენს აფხაზეთში მისი მოგზაურობის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებული სიტუაციის შესახებ.
„ენგურის ორი ნაპირის“ პრეზენტაცია მწერლის სახლში შედგა, სადაც ასევე გაიმართა მკვლევრის ლუკა ჯღარკავას წიგნის, „აფხაზეთის აზნაურთა საგვარეულოს“ პრეზენტაცია. ახალგაზრდა მწერლების საღამოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.















