აფხაზეთის დეფაქტო გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ თანამდებობა დატოვა. ლომიამ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა, რის შმედეგაც რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადი წარუდგინა. ე.წ. დეპუტატები დეფაქტო პროკურორის გადადგომის საკითხს დღეს განიხილავენ.

26 ივლისს თანამდებობა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ დატოვა. ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დროებით პირველი ვიცეპრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის N59-ის შენობაზე კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა
შემდეგი სტატიადიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული შემცირდება