აფხაზეთის დე-ფაქტო ვიცე-პრემიერი: ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია

 აზიური ფაროსანას გავრცელების გამო 2 აპრილიდან აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე მცენარეული წარმოშობის ყველანაირი საქონლის იმპორტის აკრძალვაზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ასლან კობახიამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარის გადაწყვეტილება ბლოკადის ტოლფასია: “ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია. ყველა სათბური,  რუსეთიდან შემოსული ინვესტიციით არის გაკეტებული. ბევრმა ბანკებიდან კრედიტი აიღეო. ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ფაროსანას პრობლემა მხოლოდ აფხაზეთის რომ იყოს, მაშინ გასაგები იქნებოდა. ფაროსანას გავრცელებას საზღვარი არ აქვს. საქართველო მშვენივრად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან. მათთვის არაფერი შემოუღიათ- აფხაზეთთან შემოიღეს. გამოდის, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის სამიზნე ჩვენ გავხდით” – კობახიას სიტყვებს “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

 

https://youtu.be/jChYLR2Bk7s

 

 

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე მუშაობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გააგრძელებს
შემდეგი სტატიასოხუმის კინოფესტივალის საერთაშორისო მასშტაბები