აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრი: ხალხის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდება. “კონფლიქტების საფუძველი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. ერთადერთი, რაც არ მომწონს, სოციალურ ქსელებში კანდიდატებზე თავდასხმაა. ხალხის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ” – განაცხადა კობახიამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური, რომელიც 22 უბანში გაიმართება, 26 მარტს არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ყველაფერი დაფარული ერთხელაც ნათელი გახდება
შემდეგი სტატიასახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს