აფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში 17.00 საათისთვის ამომრჩევლების აქტიურობამ 38,8% შეადგინა

აფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში 17.00 საათისთვის ამომრჩევლების აქტიურობამ 38,8% შეადგინა – ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ელენა ლაბახუამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეს, 12 მარტს საპარლამენტო არჩევნები უკვე დასრულდა.
სულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეს დილიდან 35 საარჩევნო ოლქი გაიხსნა.
დე-ფაქტო მთავრობის განცხდებით, საპარლამენტო არჩევნებმა აფხაზეთში ექსესების გარეშე ჩაიარა. არჩევნებს რუსეთის ფედერაციიდან დამკვირვებლები ესწრებოდნენ, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დონეცკის, ლუგანსკისა და არცახის რესპუბლიკის წარმომადგენლები.

https://youtu.be/HJcooD_CaiM

 

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი: სინამდვილეში თქვენ ხართ ერთადერთი ვისაც ჭირდება დღეს ნაცმოძრაობა
შემდეგი სტატიამომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა