აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადება

afxazuri-sagareoაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება აფხაზეთში მიმდინარე ფეხბურთის ჩემპიონატის შესახებ საქართველოს დამოკიდებულებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე საქართველოს ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის გაძლიერება, კერძოდ, კი პარტიამ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე, რომელმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე “დაუშვა” საერთაშორისო ფეხბურთის ჩემპიონატის CONIFA-ს ჩატარება.
საერთაშორისო არენაზე სპორტული ხასიათის მოვლენებზე მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულებები, ქართული პოლიტიკური ელიტისათვის დამახასიათებელია. გვიწევს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ კონსტანტირება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ მსოფლიოს თავს მოახვიონ მშვიდობისმოყვარული სახელმწიფოს იმიჯი, რომელიც მზად არის შერიგებისთვის და აფხაზ ხალხთან თანაცხოვრებისათვის, საქართველო განაგრძობს აგრესიულ, ანტიჰუმანურ და ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ნორმების წინააღმდეგ პოლიტიკას, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისაკენ არის მიმართული.
ჩვენი ქართველი ოპონენტების იმედგასაცრუებლად, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელიც ამ დღეებში აფხაზეთში მიმდინარეობს არა მხოლოდ აფხაზეთში გამოიწვია დიდი ინტერესი, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც. ამ სპორტული ღონისძიების გასაშუქებლად ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. არ არსებობს არანაირი ეჭვი იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენა წარმატეულად რეალიზდება და ბევრ პოზიტიურ ემოციებს მოუტანს ფეხბურთის მოყვარულებს.
საქართველლოს ოფიციალური მთავრობის ნებისმიერი მცდელობა, ხელი შეუშალოს ამ საფეხბურთო მოვლენას, კრახისთვის არის განწრული და შედეგებს არ გამოიღებს. ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია საქართველოს მთავრობას, საკუთარი არაადეკვატური მოქმედებებით, არის, ორ ქვეყანასა და ხალხს შორის დაძაბულობის ესკალაცია” – ნათქვამია დე-ფაქტო ერსპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ამ დღეებში მიმდინარეობს არაღიარებული რესპუბლიკების მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, როემლიც 5 ივნისს საზეიმოდ დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო
შემდეგი სტატიარა ღირს პოეტ დავით მაღრაძის გზა მეფის სასახლეებისკენ