აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გახდა

dc7259495409db483f53803df58f17e8_xlოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გახდა. მისი დანიშნვის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

დაურ ვლადიმირის ძე კოვე 1979 წლის 15 მარტს სოხუმში დაიბადა. 2000 წელს დაამთავრა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისპრუდენციის სპეციალობით. 2012 წლის ივნისიდან კოვე აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს სამართლებრივ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 2014 წლის ნოემბრიდან კი — დე ფაქტო პრეზიდენტის პროტოკოლის სამმართველოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ
შემდეგი სტატიანობელის პრემია ფიზიკაში სამ ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა