აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შექმნის წლისთავთან დაკავშირებით ამნისტია გამოცხადდა

უკანასკნელი 25 წლის მანძილზე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში 7-ჯერ გამოცხადდა ამნისტია – ამის შესახებ სახელმწიფო სამართლებრივი პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი აგრბამ განაცხადა, რომელმაც 24 სექტემბერს პარლამენტს წარუდგინა დადგენილების პროექტი “აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წლისთავთან და გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 30 სექტემბერი, 2018 წელი”.

პროექტში ნათქვამია, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით ამნისტიას აცხადებს.

დადგენილება ხმის უმრავლესობით მიიღეს. ამნისტია შეეხო ყველა პირს, რომლებსაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ასევე იმ პირებს, რომელთაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი 1992-1993 წლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ და სხვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიმდინარე მომენტისთვის, აფხაზეთში სულ 389 პატიმარია

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში IT სკოლა გახსნეს
შემდეგი სტატიასენცოვი პარიზის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს