აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ორი ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ზაფხულზე გვიან არ ჩატარდება. მძიმე სოციალური ფონი ხელს არ შეუშლის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას – ნათქვამია ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც არჩევნებს ეხება. სტატიის ავტორის შეფასებით, აფხაზეთში უკანასკენლი ხუთი წელი “სატირალია, შეიძლება ითქვას, კატასტროფულია”, “რაც გამოიხატება მწვავე სოციალურ პრობლემებში, დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებულ სტატისტიკაში, გაჩერებულ ეკონომიკაში, ეკოლოგიის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში მომწიფებულ პრობლემებში”, რაც პირდაპირ რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდს უკავშირდება. ამიტომ, შესაძლებელია ითქვას, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითად კონკურენტად არ განიხილება.

არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, ორი ძირითადი კანდიდატი იქნება – დე-ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურების ყოფილი ხელმძღვანელი ასლან ბჟალია, რომელსაც “ერთიანი აფხაზეთი” და “ამცახარა” წარადგენს და კიდევ ერთი დე-ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურების ყოფილი ხელმძღვანელი ასმატურ თარბა, რომელსაც უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ხელისუფლებაში მყოფი ძალები წარადგენენ.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება, ამიტომ, წინასწარი პროგნოზები არჩევნებთან დაკავშირებით არ იქნება – ნათქვამია სტატიაში, რომელიც რუსულ eadaily.com-ზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის აეროპორტში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი დაჭრა 
შემდეგი სტატიამოსკოვში უშიშროების გენერალ-მაიორი მკვდარი იპოვეს