აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას იორდანიის სამეფოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია მიიღო. იორდანიის წარმომადგენელმა მანსურ სჟაჟმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას აპირებს. “იორდანიაში კავკასიური დიასპორა ძალიან ძლიერია სამხედრო, საპარლამენტო, პოლიტიკური და სოციალური კუთხით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იორდანიაში მათი უფლებები არც ერთხელ არ დარღვეულა. ჩვენ ბევრი რამ ვიცით აფხაზეთის ისტორიაზე. ჩვენი ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რადგანაც, სამომავლოდ სურვილი გვაქვს აფხაზეთმა და იორდანიამ ერთმანეთთან ითანამშრომლონ” – განაცხადა სჟაჟმა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიფაროსანას გამო რუსეთი აფხაზეთიდან ხილ-ბოსტნეულის შეტანას აკრძალავს
შემდეგი სტატიასარვამარტოდ აფხაზეთიდან სოჭში 96 ტონა მიმოზა შეიტანეს