აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ სურვილი გამოთქვა მიიღოს რუსი ტურისტები, რომლებიც საქართველოდან მიდიან

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს რუსი ტურისტები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, იძულებული არიან საქართველოდან წავიდნენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე-ფაქტო აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასმატურ ბარცეცმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ რუს ტურისტებს აფხაზეთში დასვენება შესთავაზონ.

მანამდე გავრცელდა, რომ რუსეთის ტურიზმის სამსახურმა რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა თავი შეიკავონ საქართველოში ტურისტული მიზნებით ვიზიტებისგან მანამდე, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება, ტუროპერატორებს კი – ტურების გაყიდვის შეჩერება ურჩია. “რუს ტურისტებს საქართველოში სიფრთხილისკენ და მასობრივი თავშეყრის ადგილას გამოჩენისგან თავის შეკავების რეკომენდაცია ეძლევათ, გარდა ამისა – მიიღონ ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ პირად უსაფრთხოებაზე იზრუნონ” – ნათქვამია ოფიციალური სტრუქტურის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ რეკომენცადიაში.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება მისცა მთავრობას, საქართველოდან რუსების უსაფრთხოდ გაყვანის შესახებ. ტურისტების გარდა, საუბარია, მათი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე. განკარგულებაში დაკონკრეტებულია, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გაყვანის შესახებ საკითხები საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთის შსს-ს ოფიციალურ თბილისთან დაკავშირება დაავალა.

banner
წინა სტატიაში„რეგიონული ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ტყვიით დაშავებული ორივე პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება მოხერხდა
შემდეგი სტატიარუსული მედია: საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები პუტინის განკარგულებაზე