აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატების სახელებს ეტაპობრივად ასახელებს

12 მარტს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივი მედია არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატების სახელებს ეტაპობრივად აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს დიმიტრი დბარმა (მე-14 უბანი), ალექსნდრე ანქვაბმა (მე-18 უბანი), ბატალ ტაბაღუამ (30-ე უბანი).
სრული სია ხვალ გამოქვეყნდება – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ელენა ლაბახუამ განაცხადა.

სულ დღეს დილიდან 35 საარჩევნო ოლქი გაიხსნა.
დე-ფაქტო მთავრობის განცხდებით, საპარლამენტო არჩევნებმა აფხაზეთში ექსესების გარეშე ჩაიარა. არჩევნებს რუსეთის ფედერაციიდან დამკვირვებლები ესწრებოდნენ, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დონეცკის, ლუგანსკისა და არცახის რესპუბლიკის წარმომადგენლები.

 

 

https://youtu.be/HkMmvfIPUkU

banner
წინა სტატიაშიაშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ივნისში შეხვდებიან
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკაში გატაცებული ერთი თვის გოგონა უვნებელი იპოვეს