აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ისკანდერის მშობლიურ სახლს ესტუმრა

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში მწერალ ფაზილ ისკანდერის სახლს ესტუმრა, სადაც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა აფხაზი საზოგადო მოღვაწე.
მან მწერლის ძმისშვილთან რიზან ისკანდერთან, მისი ბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა.
“ფახილ ისკანდერის გარდაცვალება აფხაზი ხალხისა და კაცობრიობისათვის დიდი დანაკლისია. ის მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი იყო” – განაცხადა სერგეი შამბამ.
შამბას პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოხუმში მწერლის პატივსაცემად მისი ძეგლი დაიდგმება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი გუშინ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეიდან გენერალი 40 მილიონით ჩინეთში გაიქცა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა