აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა იორდანიის დელეგაცია მიიღო

აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ 4 ივნისს იორდანიის ჰაშეტიმური სამეფოს დელეგაცია მიიღო. მათ შორის იყვნენ იორდანიის სენატის ვიცე-პრეზიდენტი მონირ სობერი, სენატორი სამიხ პინო, გენერალ-მაიორი დავუდ ჰაკუზი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მუჰამედ რასლანი. მხარეებმა შესაძლო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

იორდანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მონირ სობერმა თქვა, რომ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი აქვს. “იორდანიის ეკონომიკა სახელმწიფოს ერთიანი, სტრატეგიული მოღვაწეობის დამსახურებით ვითარდება. ჩვენს ქვეყანას ისეთ ქვეყნებთან აქვს სავაჭრო კავშირები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, თუმცა, სამეფოს პრიორიტეტული მიმართულებაა აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებაც” – განაცხადა სობერმა, რომელიც თვლის, რომ იორდანია აფხაზეთს არაბულ ბაზარს გაუხსნის.
5 ივლისს იორდანიის დელეგაცია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს შეხვდება – ადგილობრივი მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბიბილოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიასოხუმის პარკში აღმოჩენილი სამარხის გათხრა დაიწყეს