აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ქონებისა და მიწის გასხვისების სკანდალური კანონი მიიღო

რვაწლიანი განხილვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ რესპუბლიკური და მუნიციპალური პრივატიზაციის შესახებ“.

afxazetiრვაწლიანი განხილვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ რესპუბლიკური და მუნიციპალური პრივატიზაციის შესახებ“. „პარლამენტი 8 წელი მუშაობდა ამ კანონპროექტზე, რომელიც არაერთხელ მოიხსნა დღის წესრიგიდან და აი, ბოლოს და ბოლოს, იგი გატანილ იქნა დასამტკიცებლად“ – განაცხადა დეფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ.
ახალი კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს რესპუბლიკურ და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავის ქინების პრივატიზაციისას სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. კანონის თანახმად, პრივატიცაზია ამიერიდან განხორციელდება აუქციონების და კონკურსების მეშვეობით. კანონი კრძალავს გასხვისების პირდაპირ ფორმას. ამ უკანასკნელმა დეფაქტო პარლამეტის სხდომაზე გამოიწვია ცხარე დებატები, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ პუნქტის ამოღების მომხრეებმა ვერ მიიღეს სათანადო მხარდაჭერა. ამიერიდან, აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახელმწიფო ობიექტის პრივატიზაცია მოითხოვს პარლამენტის თანხმობას, რაც ადრე მხოლოდ დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის პრეროგატივა იყო.

banner
წინა სტატიაში(video) იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოდის
შემდეგი სტატია(video) ერევანში დაძაბულობამ პიკს მიაღწია