აფხაზეთის დე-ფაქრო პარლამენტი განცხადებას ავრცელებს

აფხაზური მედია აფხაზეთის დე-ფაქტო პარალმენტის საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც დე-ფაქტო დეპუტატები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მზარდი კონფრონტაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. “ოპოზიციური ბლოკის მიერ 15 დეკემბერს დაგეგმილმა შეკრებამ და ალტერნატიულად, ხელისუფლების მომხრეების შეკრებამ იმავე დღეს, შესაძლებელია, მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს, რომლის პასუხიხმგებლობა უშუალოდ ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერებს დაეკისრებათ… საზოგადოებრივი პალატის საბჭო მთავრობას და ოპოზიციას მოუწოდებს კონფრონტაციის განვითარების ალბათობები კარგად გაიაზრონ და კონსტრუქციული დიალოგი დაიწყონ” – წერია მიმართვის ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ დაანონსებული აქცია შედგება 15 დეკემბერს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ბიზნესს სამართავად შვილებს გადააბარებს
შემდეგი სტატიასაქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე შეთანხმება შედგა