აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები H1N1-ის გამო დროებით საზღვარს კეტავენ

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული H1N1-ის გრიპის გამო დროებითი სასაზღვრო გამშვები პუნტქები იკეტება.
“საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეპიდემიური სიტუაციის გამო, რომელიც H1N1 შტამის გრიპის ვირუსის გააქტიურებას ეხება და რომელიც სასიკვდილოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აფხაზეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა 10 იანვრის 20 საათიდან ორი თვით საზღვრის გადაკვეთა შეზღუდა” – დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება ავრცელებს – ადგილობრივი მედია წერს.

ასევე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამაც იგივე მიზეზით დახურა დროებით სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ადგილობრივი უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აკრძალვა შემდგომი განკარგულების გაცემამდე იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაში,,არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი”
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე – მედიკამენტ „ტამიფლუზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდა დროული და კარგი გადაწყვეტილებაა