მიმდინარე წლის 5 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ცნობის შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2025 წლის 1 მარტს დასრულდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. ე.წ. არჩევნები კვლავაც რუსული ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პირობებში ჩატარდა როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1
უკანონოდ იქნეს ცნობილი 2025 წლის 1 მარტს აფხაზეთში დასრულებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია
2025 წლის 05 მარტი