29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა

დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, უმაღლესი საბჭოს მორიგი  ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.  სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან  დევნილ 300  ოჯახს გადაეცა, რომლებიც ქალაქ ბათუმში, ასევე მანგლისის მუნიციპალიტეტებში  არიან განსახლებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარიამ,  უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ნიკა ქარდავამ, ზურა კობახიძემ და გიგა შელიამ  გადასცეს.

დევნილებთან შეხვედრების დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ღონისძიებაში ასევე  მონაწილეობდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო  ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის”  მხარდაჭერით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – ირანიდან დამირეკეს, ძალიან სურთ შეთანხმების დადება, უბრალოდ, არ ვიცი, ღირსები არიან თუ არა
შემდეგი სტატიაგიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე: გამოძიებამ ორი ბრალდებული გამოავლინა