
ვრცელ მოხსენებაში ჯემალ გამახარიამ დეტალურად ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ 2025 წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაწეულ მუშაობასა და დასახულ გეგმებზე, მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება. შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივ სტატუსზე მუშაობა და სხვა. ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
















