აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი – ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და გულის უკმარისობა ჰქონდა

გალში, საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ განაცხადა, ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული გალში, ადმინისტრაციულ საზღვართან მაშინ დააკავეს, როცა ის მდინარე ენგურით სავარაუდოდ, ზუგდიდის რაიონში ცდილობდა გადასვლას. მისი თქმით, ირაკლი კვარაცხელია ნაბაკევის ბაზაზე გადაიყვანეს.

რეზო ქობალიას ინფორმაციით, დაკავებულს 10 მარტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

როგორც ქობალია ამბობს, ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა გულის უკმარისობა.

banner
წინა სტატიაშირუსულ სამხედრო ბაზაზე 29 წლის ქართველი ჩამომხრჩვალი იპოვეს
შემდეგი სტატია“ვმუშაობთ იმაზე, რომ გარემოებები დადგინდეს,” – ქეთევან ციხელაშვილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე საუბრობს