აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ლევან მგალობლიშვილი დაღუპულ გმირთა მემორიალთან შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია.

“მე დღეს მოვედი ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი ნახავენ სოხუმს, ნახავენ აფხაზეთს და ისეთივე ღირსებით და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც არის აი, ამ კედელზე, მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული მათი დიდი ბაბუის ბიძინა მგალობლიშვილის სახელი. ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. “ქართული ოცნება” კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშითიბისის კამპუსი –  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა