აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოკუპაცია, პირველ რიგში, კონკრეტული ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აისახება. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
წლების მანძილზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, დახმარებას გაუწევს დაღუპულების ოჯახის წევრებს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა, ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით, მკაცრად დადგეს საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების ფაქტზე.“ – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – კრამონი საქართველოზე
შემდეგი სტატიაასე ვერ გაგრძელდება – კუბილიუსი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე​