აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ უმაღლეს საბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დასამტკიცებლად წარუდგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა კი ანზორ მარგიანმა დაიკავა.

განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – გიორგი ქობულიამ თქვა, რომ ფაქტობრივად ვერ მართავდა თავის უწყებას, როგორც მინისტრი
შემდეგი სტატიაქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა, ისე როგორც მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან