აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა

აჭარის მწერალთა სახლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარაში მცხოვრებ აფხაზურ თემს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მონაწილეობდა.
მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორცილება დაგეგმეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აჭარის მწერალთა კავშირისა და აფხაზური თემის წარმომადგენლები და მწერლები ესწრებოდნენ.

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში დამატებით 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ყოლბაია „ქართულ-აფხაზური საგას“ 10 წლის იუბილეს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
სახალხო დიპლომატიის გზით მომუშავე პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.
შეხვედრა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ „ბათუმის“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, სოხუმისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„112“-ში დედის დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიაუმაღლეს რადასთან განლაგებული კარვების დარბევის ამსახველი ვიდეომასალა