აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 25, 2018 13:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელისუფლების მხრიდან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალური–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
აღნიშნულ საკითხებზე ერთიანი წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 25, 2018 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics