აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 25 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ პრეზენტაცია გამართა თემაზე: ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მეთოდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში“.

საპრეზენტაციო თემა მომზადდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სხვა საჯარო დაწესებულებათა გამოცდილების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხი
შემდეგი სტატიასამების ტაძარში 12 ვნების სახარება იკითხება