ოკუპირერბული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა მადლობას უხდის რუსეთის პრეზიდენტსა და ყოფილ, ე.წ. სათადარიგო პრეზიდენტს აფხაზეთის აღიარებისთვის:
“მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ხელმძღვანელობას 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ცალკე მადლობას ვუხდი დმიტრი ანატოლის ძე მედვედევს, რომელმაც (გადაწყვეტილებას) ხელი მოაწერა. და რა თქმა უნდა, (მადლობას ვუხდი) ვლადიმირ ვლადიმირ ძე პუტინს, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა და სჯერა ჩვენი სიმართლის. ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას”, – დაწერა ბადრა გუნბამ.
















