აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის

„აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უერთდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის.

აფხაზეთის ჯანდაცვის თანამშრომლების 85% სრულად ვაქცინირებულია.

მე ორივე დოზით ავიცერი „ფაიზერის“ საქართველოში შემოსვლისთანავე, ახლა კი ბუსტერ დოზის გაკეთების საშუალებაც მომეცა.

პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ მინდა მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასა და თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად.

#ავიცრათერთმანეთისთვის

#აფხაზეთისმთავრობა

#აფხაზეთისჯანდაცვა,“ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე.

 

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი – მე და პრემიერი ღარიბაშვილი უკვე ოთხჯერ შევხვდით, მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონის განსაზღვრა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ
შემდეგი სტატიასაქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს