აფხაზეთის ა.რ. ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2020 15:55

აფხაზეთის ა.რ. ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს.
კერძოდ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდგომ გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგად 15-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას.
დღეისათვის ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გასაწევად.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2020 15:55