აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის გატანისას ქრთამს იღებენ

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთში მანდარინის გატანისას ფიზიკურ პირებს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თითო კილო მანდარინზე 11 რუბლს (რედ.- დაახლოებით 40 თეთრი) ართმევენ, რომელიც კერძო პირების ჯიბეში მიდის. ამის შესახებ დეპუტატმა ასლან ბჟანიამ 7 დეკემბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია მას საკუთარმა ამომრჩევლებმა მიაწოდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფხაზეთ-რუსეთს შორის არსებული ე.წ. შეთანხმების თანახმად, ფიზიკური პირი, რომელსაც რუსეთში გააქვს არა უმეტეს 50 კილო ციტრუსისა, გადასახადს არ იხდის.

 

 

 

 

https://youtu.be/ATeJPME36JE

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშირუსმა ნიკარაგუაში მღვდელს მჟავა შეასხა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ლავროვის მილოცვის ტექსტი ზურაბიშვილისადმი სცილდება პროტოკოლური გზავნილის ფარგლებს