აფხაზეთიდან გადმოსვენებული რვა პირიდან ოთხს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ოთხს კი საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ

კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ოთხ მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. დღეს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 219.

banner
წინა სტატიაშიჯონ კირბი – აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა