აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდს სამების ტაძარში გადაიხდიან

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

გმირების სამოქალაქო პანაშვიდი 16 ოქტომბერს -18:00 საათზე და 17 ოქტომბერს – 12:00 საათზე გაიმართება.

სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება დიღმის ძმათა სასაფლაოზე 17 ოქტომბერს.

მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და 23 პირის ნეშტები იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია.

უშიშროების პოლკოვნიკი, სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვევრო სამსახურის რეგიონული კურატორი მამია ალასანია და სოხუმის მერი, პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს​, სოხუმის დაცემის დღეს, ​აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელ ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს. მათი საფლავების მდებარეობა დღემდე უცნობი იყო.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს გადაწყვეტილება – “ევროპული საქართველო” მთავარ პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას