აფხაზეთიდან გადმოსვენებული 4 მეომარი საჩხერეში დაკრძალეს

აფხაზეთის ომისას დაღუპული ოთხიმებრძოლი საჩხერეში, მშობლიურ სოფელ შომახეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

20 წლის ზაზა მაჭარაშვილი, 20 წლის ერმილე მაჭარაშვილი, 21 წლის მუხრან მაჭარაშვილი და 23 წლის გელა თურმანიძე სოხუმის დაცვისას დაიღუპნენ.

დაკრძალვის ხარჯები საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უზრუნველყო.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა პირთა იდენტიფიცირება და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთთნამშრომლობით განხორციელდა.

სამებაში მათი სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 22 ადამიანის ნეშტი აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს. ისინი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ.

banner
წინა სტატიაშილიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია„კარგია რომ ენმ-ს ლიდერმა თავი დაანება ლანძღვას”-“ევროპული საქართველო” სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება