აფხაზეთიდან გადამოსვენებულ მებრძოლებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 12 ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმარტა. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 12 ქართველი მებრძოლის ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში იყო გადასვენებული. ამ ეტაპზე ბაბუშერას სამარხიდან 43 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ვისურვებდი, რომ უახლოეს ხანებში ასრულდეს ის ოცნება, რაც 9 აპრილს ადამიანებს ჰქონდათ