აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა გიორგი ჟვანიამ და ლადო აფრასიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა გიორგი ჟვანიამ და ლადო აფრასიძემ, მალტაში გამართულ კუდოს ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

6-დან 6 მედალი, 5 ოქრო და 1 ვერცხლი, – წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან სამ სხვადახვა კატეგორიაში ექვსმა კუდოისტმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა. 13 წლამდელთა შორის ჩემპიონი დიმიტრი ბერაია (– 42 კგ.) გახდა. 16 წალდელებში ქართველებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს, ჩემპიონები – ლადო აფრასიძე (-48 ), გიორგი ჟვანია (– 58), საბა მაქაცარია (+ 68 ) გახდნენ. 19 წლამდელთა შორის ვერცლის მედალი ლუკა ნასარიძემ (-240) მოიპოვა, ჩემპიონი კი ვასილ დვალაძე (-260) გახდა, დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით იმყოფება დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა.
დავით ყოლბაიამ და დავით დუშუაშვილმა ევროპის ჩემპიონატამდე სპეციალური კურსი გაიარეს.

banner
წინა სტატიაშიშაჰინი – დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში
შემდეგი სტატიაბრიტანეთის დაზვერვა – უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში შეტევას განაგრძობენ, რუსეთი კი სლავიანსკისა და კრამატორსკზე თავდასხმებისთვის ემზადება