აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის STEM განათლების უფასო პროგრამა გაიხსნა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და STEM აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბაზაზე STEM განათლების 2 თვიანი უფასო პროგრამა გაიხსნა, რომელიც ითვალისწინებს, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და ხელოვნების ინტეგრირებულ სწავლებას, რომლის საბოლოო პროდუქტი ახალი ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვაა.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს, აფხაზეთიდან დევნილი, 20 ახალგაზრდა, რომლებიც საჯაროდ გამოცხადებული რეგისტრაციის საფუძველზე შეირჩნენ.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების გადამზადება, მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა. პროგრამა ორიენტირებულია მონაწილეთა კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების განვითარებაზე.
გახსნით ღონისძიებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუქციული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა და ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სამყაროში გამოადგებათ. აღნიშნული უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, ნიჭიერი ახალგაზრდების კიდევ უფრო წარმატებით წარმოჩენისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის.
პროექტის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდები დიდ როლს ითამაშებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.“ – დავით ფაცაცია

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე ავარიული ინციდენტი განიცადა – შსს
შემდეგი სტატიაამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე „პუტინისტი“ დამიძახოს და პასუხი არ გავცე? – კობახიძე