აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.

დროებით დევნილ საზოგადოებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები უფასოფ გადაეცათ.

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩაფიძის გულის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. სამინისტრო მომავალში გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშირვა წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის ბიჭს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაილიაუნის რექტორის მოადგილე: საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ავტორიზაციის დებულებას