აფხაზეთიდან დევნილ, სამშვილიან ოჯახს თბილისის მერიამ სახლი დაუნგრია

ტვ პირველის ცნობით, ავლაბარში, საინგილოს ქუჩაზე, დღეს დილას ხმაური და დაძაბულობა იყო – მერიის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი, სამი შვილიანი ოჯახი სახლიდან გამოასახლეს და საცხოვრებელი ბულდოზერით დაანგრიეს.

დევნილების თქმით, ეს იყო მათი ერთადერთი თავშესაფარი და ახლა არ იციან, სად გაათენებენ ღამეს.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის დროს სამშვილიანი მამა ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ერთ-ერთი შვილი სამკურნალოდ ჰყავდა წაყვანილი.

მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ მეზობლები და უფლებადამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონდა დევნილი ოჯახის წინასწარ გაფრთხილებისა და ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის გეგმა.

მოქალაქეები ინტერესდებიან, რატომ არ ანგრევენ სხვა სახლებს, რომლებიც მერიის თანამშრომლებს ეკუთვნის და ასევე უკანონოდ არის აშენებული.

banner
წინა სტატიაშიგიგა  ზედანია: უნივერსიტეტები დიდწილად ჩამოშორდება ევროპულ სივრცეს, ახალი სისტემა იქნება იზოლაციონისტური და ღრმად პროვინციული
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: გუშინ სიბნელის კორიანტელი აფრქვია კობახიძემ