აფხაზეთიდან ციტრუსის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტია

აფხაზეთიდან რუსეთში 3,5 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა ოქტომბრის დასაწყისიდან, რაც შარშან ამ დროსთან შედარებით სამჯერ მეტია – სოჭის საბაჟო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას მესაზღვრეებმა 890 ტონა მანდარინი გააფორმეს. ეს უკანასკნელი ორი წლის მანძილზე რეკორდია” – უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ციტრუსის პიკი დეკემბრის შუა რიცხვებამდეა. ამ პერიოდისთვის აფხაზეთიდან ყოველდღიურად 700 ტონა ციტრუსის გატანას ვარაუდობენ – “სპუტნიკ აფხაზეთი” წერს.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი აშშ-სგან მილიარდობით დოლარის შეიარაღებას შეიძენს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: “მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც სისულელეებს ამბობს”