აფხაზეთი საქართველოა და საქართველო მათთან არის-აქცია ენგურის ხიდთან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 8, 2017 16:48

აფხაზეთი საქართველოა და საქართველო მათთან არის-აქცია ენგურის ხიდთან

მედია ჰოლდინგ ქრონიკა+ის, სამოქალაქო მისია #ძალაერთობაშიასა და ჟურნალისტთა ჯგუფის ორგანიზებით ენგურის ხიდთან 8 აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს , მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის აგრესია და ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტი.

მედია ჰოლდინგ ქრონიკა+ის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით აქციის მიზანია აფხაზეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიაწვდინონ ხმა, რომ აფხაზეთი საქართველოა და საქართველო მათთან არის. სწორედ ენგურის ხიდიდან გავაგონებთ მსოფლიოს , რომ რუსეთი ოკუპანტია. ელისო კილაძემ ახალი სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება დაანონსა, რომელიც ქვეყნის დეოკუპაციისა და სამოქალაქო პროტესტისკენ იქნება მიმართული.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ბერულავამ ენგურის ხიდზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და საზოაგდოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით თუ მთელი საქართველო დადგება ერთად და ჩაჭიდებენ ხელს ერთმანეთს, ეს იქნება ის დიდი ჯაჭვი, რომელიც აუცილებლად ჩაანაცვლებს მავთულხლართებს, რომელიც მოცოცავენ საქართველოს სიღმისკენ და ეს იქნება რუსული აგრესიიის დასასრული საქართველოში” -განაცხადა მან.

ენგურის ხიდზე ცოცხალ ჯაჭვს აფხაზთა კრების, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებიც შეუერთდნენ.ცოცხალი ჯაჭვის პარალელურად შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დასასრულს სიმბოლურად ოკუპირებული აფხაზეთისკენ მტრედები გაუშვეს.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 8, 2017 16:48