აფხაზეთი „პროვოკაციების“ მოლოდინში

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2016 22:31

აფხაზეთი „პროვოკაციების“ მოლოდინში

afxაფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება ოპოზიციური ძალების მიერ ხვალისთვის დანიშნულ პოლიტიკურ ღონისძიებას. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ღონისძიებაზე არ არის გამორიცხული პროვოკაციული მოწოდებები, სხვა ქმედებები, რომლებიც მიმართულია მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ და 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლისკენ. ამისკენ ოპოზიციის მომხრეებს შეიძლება უბიძგოს იმ გარემოებამ, რომ ისინი არ არიან დარწმუნებულნი წარმატებაში რეფერენდუმის დროს“ – აღნიშნულია განცხადებაში. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს არ აყვნენ პროვოკაციას და არწმუნებს მოსახლეობას, რომ „სახელმწიფო გაატარებს ყველა კანონიერ ზომას სტაბილურობის შესანარჩუნებლად და წესრიგის დასაცავად“.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2016 22:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,664
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics